შიდა წვის ძრავის ფილტრაცია (ჰაერი, ზეთი, საწვავი)
ყველა მანქანას, სამშენებლო ტექნიკას, სანაოსნო თუ საჰაერო საშუალებებს, რომლებიც აღჭურვილია შიდა წვის ძრავით, აქვს რამდენიმე ფილტრი. ეს სხვადასხვა ფილტრები გადამწყვეტია ძრავის გამძლეობისა და ეფექტიანი მუშაობისთვის. ფილტრები პასუხისმგებელნი არიან დაიცვან ძრავი ჰაერისა და სითხეების (საწვავი, ზეთი) მიერ გადატანილი მინარევებისგან. ამიტომ თქვენი ძრავების ხარისხიანი ფილტრებით აღჭურვა და სწორი სერვისი უზრუნველყოფს ძრავის გამართულ და ხანგრძლივ ექსპლოატაციას.
ეძებთ საუკეთესო ფილტრებს ძრავზე დასაყენებლად? ფილტრაციის ექსპერტი დაგეხმარებათ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ძრავის ფილტრებით.
ჰაერის ფილტრი: ძრავის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაწილი
ჰაერის ფილტრი ძრავის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ხელს უშლის ჰაერში არსებული მტვრის, ქვიშის, ნახშირბადის ან სხვა უცხო ნივთიერების ნაწილაკების შეღწევას ძრავში. ამ მინარევების ბლოკირებით, ის იცავს ძრავს მექანიკური დაზიანებისგან და ნაადრევი ცვეთისგან, შესაბამისად ახანგრძლივებს მის სიცოცხლეს.
ჰაერის ფილტრი ასევე უზრუნველყოფს ძრავის მუშაობის შენარჩუნებას ჟანგბადის ოპტიმალური რაოდენობით მიწოდების გზით, რაც აუცილებელია ძრავში საწვავის გამართული წვისთვის.
საწვავის ფილტრების მნიშვნელობა
ნებისმიერი შიდა წვის ძრავი აღჭურვილია ერთი ან მეტი საწვავის ფილტრით, რათა უზრუნველყოს ძრავის საწვავის სისტემების დაცვა წყლისგან და მინარევებისგან. თანამედროვე დიზელის ძრავები აღჭურვილია მაღალი წნევის პირდაპირი შეფრქვევის სისტემებით (2000 ბარზე მეტი), ცნობილია როგორც Common Rail, CO2 ემისიის რეგულაციების შესაბამისად. ამიტომაც მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის საწვავის მინარევების ფილტრაცია ძრავის და მისი ყველაზე ძვირადღირებული შეფრქვევის სისტემების ეფექტურად დაცვისთვის.
საწვავში არსებული წყალი და ავზში შექმნილი კონდენსაცია ქმნის ძრავის საწვავის სისტემების კოროზიის რისკებს; აქედან გამომდინარე, აუცილებელია ეფექტური წყლის სეპარაცია ამ რისკების თავიდან ასაცილებლად და ძრავის გრძელვადიანი მუშაობისთვის.
ძრავის ზეთის ფილტრი
ზეთი არის ძრავის მუშაობის ცენტრალური ელემენტი, ის შეზეთვის გზით იცავს ძრავის მოძრავ ნაწილებს და ამით ხელს უშლის ნაადრევ ცვეთას და შეუქცევად დაზიანებას. ხანგრძლივი და ოპტიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად ზეთი ყოველთვის სუფთა უნდა იყოს ეფექტური ფილტრაციის მეშვეობით, რომელიც ბლოკავს მტვერს, ლითონის აბრეზიულ ნაწილაკებს და წვის ნარჩენებს.
სწორედ ამ დამაბინძურებლების ზეთისგან განცალკევებით, ზეთის ფილტრი უზრუნველყოფს ძრავის დაცვას; ამიტომ აუცილებელია: აირჩიოთ ხარისხიანი ფილტრი მაღალი შეკავების უნარით და მისი რეგულარული შეცვლა ზეთის ყოველი გამოცვლისას.
საწვავის რეზერვუარების ფილტრაცია
იმისათვის რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან საწვავი საბოლოო გამოყენების წერტილამდე მივიდეს, მან უნდა გამოიცვალოს რამდენიმე სატრანსპორტო ჭურჭელი. ეს კი ზრდის საწვავის მინარევებით, წყლით და ბაქტერიებით დაბინძურების რისკებს. იქნება ეს ნაწილაკები, ბაქტერიები თუ წყალი ან კონდენსაცია, დამაბინძურებლების დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტრო შეფრქვევის სიტემების ცვეთა და კოროზია. ეს კი იწვევს საწვავის მოხმარების ზრდას და ძრავის მწყობრიდან გამოსვლას.
ამ გართულებების შესამცირებლად მნიშვნელოვანია დამატებითი და ეფექტური ფილტრაციის გადაწყვეტილებების დანერგვა საწვავის მიწოდების, შენახვისა და განაწილების დროს. თანამედროვე ძრავების მაღალმგძნობიარე ელექტრო შეფრქვევის სიტემების, ასევე თქვენი საწვავ-გამმართველი რეზერვუარების დაბინძურებისგან და კოროზიისგან დაცვისთვის საუკეთესო გამოსავალია საწვავის მარაგების სპეციალური სიტემით გაფილტვრა მის საბოლოო მოხმარებამდე.
ჰიდრავლიკის ფილტრაცია
მობილური თუ სამრეწველო ტექნიკა-მოწყობილობებისთვის ზეთის ხარისხი ჰიდრავლიკური სისტემების საიმედოობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ზეთის ნაწილაკებით ან წყლით დაბინძურება ჰიდრავლიკური სისტემების მწყობრიდან გამოსვლის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ამიტომ ჰიდრავლიკის ფილტრაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
იმისათვის, რომ ჰიდრავლიკის ზეთმა შეინარჩუნოს თვისებები და ხანგრძლივად იმუშაოს ის საფუძვლიანად უნდა იყოს გაფილტრული მინარევების, წყლის და აბრეზიული ნარჩენებისგან. ეს დამაბინძურებლები წარმოადგენს რეალურ რისკს ჰიდრავლიკური სისტემებისთვის და ყველაზე ხშირად იწვევს საპოხი მასალის დეგრადაციას, ჰიდრავლიკური კომპონენტების ნაადრევ ცვეთას და მუშაობის ეფექტურობის დაქვეითებას.
კომპრესორის ფილტრაცია
ჰაერი/ზეთის სეპარაცია და კონდენსატის განცალკევება გადამწყვეტ როლს თამაშობს კომპრესორების მუშაობაში.
კომპრესორის ზეთი ხდება დაბინძურების წყარო, რადგან შეკუმშვის პროცესში ის ერევა ჰაერს. ამიტომ აუცილებელია ხარისხიანი ჰაერი/ზეთის სეპარატორი ფილტრის დაყენება ზეთის ნაწილაკების შესაკავლებლად. შედეგად, კომპრესორის სისტემაში გაგზავნილი შეკუმშული ჰაერის ხარისხი დაცულია.
კონდენსატი არის ჰაერის შეკუმშვის გარდაუვალი შედეგი და არის წყლისა და ზეთის ნაწილაკების ნარევი. ასეთი ზეთოვანი სითხე არასოდეს უნდა გადიოდეს ჩამდინარე წყლების სისტემაში კონდენსატის გამყოფი ფილტრით გაფილტრვის გარეშე.
გათბობა-ვენტილაციის ფილტრაცია HAVAC, HEPA
HAVAC ფილტრაცია - კომერციული, სამრეწველო და საცხოვრებელი ფართები უნდა უზრუნველყოფდეს მაღალი ხარისხის ჰაერს სამ ძირითად გამოწვევაზე საპასუხოდ: ადამიანების, გარემოს და წარმოების პროცესების უსაფრთხოება. მტვრით, წვრილი ნაწილაკებით, ბაქტერიებით და ვირუსებით დაბინძურებულმა ჰაერმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ზიანი. ჯანმრთელობის, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური მიზეზების გამო, აუცილებელია დავეყრდნოთ ჰაერის ფილტრაციის ეფექტურ სისტემებს. ჩვენი ISO 16890-1 და EN 1822: 2009 შესაბამისობის ვენტილაციის, კონდიცირებისა და გათბობის ფილტრები ეფექტურად ებრძვის ყველა სახის ჰაერის დაბინძურებას. ხელმისაწვდომია HAVAC ფილტრების სხვადასხვა დიზაინი: მედია რულონები, პანელური, ჯიბისებრი, აბსოლუტური და ნახშირბადის ფილტრები...
სუფთა ოთახის ფილტრაცია HEPA - სამედიცინო, ფარმაცევტულ, ქიმიურ, კოსმეტიკურ და ზუსტი ელექტრონიკის მრეწველობაში სამუშაო გარემო უნდა იყოს მკაცრად კონტროლირებადი (ნაწილაკების დონე, ჰაერის დაბინძურება, ტემპერატურა, წნევა, ტენიანობა, სინათლე და ა.შ.). HEPA-ULPA ფილტრები ჩვენს ასორტიმენტში აკმაყოფილებს სუფთა ოთახების მოთხოვნებს ნაწილაკების და მიკრობული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
მტვრის შემკრებები და კვამლის ფილტრაცია
მტვერს წარმოქმნის სხვადასხვა ინდუსტრია და წარმოების პროცესები, როგორებიცაა მარცვლეულის და ცემენტის ქარხნები, სახერხი საამქროები, თამბაქოს, ქიმიური და საკვები პროდუქტების წარმოების ადგილები. წარმოქმნილი მტვერი საფრთხის შემცველია ადამიანებისთვის და გარემოსთვის. ამიტომ რეგულაციები თანდათან მკცრდება საამქროებში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად და ატმოსფეროში გამონაბოლქვის შესამცირებლად.
მტვრის ფილტრაცია - ზემოთ აღნიშნულ გამოწვევებთან გასამკლავებლად აუცილებელია მტვრის დაჭერა და დამუშავება მტვრის მოცილების სისტემების მეშვეობით. ამ სისტემების ეფექტურობა და საიმედოობა ძირითადად დამოკიდებულია მათი ფილტრაციის კომპონენტების ხარისხზე. მრავალი ფორმის (ჯიბისებრი, პანელური, კარტრიჯი, ა.შ.), მტვრის შემკრები ფილტრები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფილტრაციის მასალით/ქაღალდით (პოლიესტერი, PTFE, ანტისტატიკური და ა.შ.), რათა ეფეტურად მოერგოს თითოეული დამაბინძურებლის განცალკევებას. ფილტრაციის ექსპერტი დაგეხმარებათ თქვენი მტვრის შემკრებების ოპტიმიზაციაში და ახალი სისტემების შერჩევა, დამონტაჟებაში.
კვამლისა და გამონაბოლქვის ფილტრაცია - ლითონისა და პლასტმასის დამუშავების დროს (შედუღება, გრავიურა, ლაზერული ჭრა და ა.შ.), გამოთავისუფლებული კვამლი შეიძლება იყოს უკიდურესად საზიანო ჯანმრთელობისთვის. რისკების თავიდან ასაცილებლად კვამლი უნდა განეიტრალდეს ხარისხიანი ფილტრაციის სისტემის მეშვეობით, რაშიც ფილტრაციის ექსპერტი დაგეხმარებათ.
კომპრესირებული ჰაერის ფილტრაცია
შეკუმშული ჰაერი ენერგიის გავრცელებული წყაროა მრავალი ინდუსტრიისთვის. იქნება გამოყენებული სამშენებლო ობიექტებზე თუ წარმოების პროცესებში, ის უნდა იყოს თავისუფალი დამაბინძურებლებისგან, რათა დაიცვას აღჭურვილობა, უზრუნველყოს პროდუქტის უსაფრთხოება და დააკმაყოფილოს გარემოსდაცვითი სტანდარტები.
მტვერი, ტენიანობა, ბაქტერიები...; კომპრესორის მიერ გამოყენებული ატმოსფერული ჰაერი შეიცავს ყველა სახის დამაბინძურებლებს. შეკუმშვის შემდეგ, ამ დამაბინძურებლების კონცენტრაცია ჰაერის ერთეულ მ³ზე იზრდება, რაც უფრო დიდი ზიანის მომტანია.
ხარისხიანი ფილტრაცია აუცილებელია მშრალი და სუფთა ჰაერის უზრუნველსაყოფად. ჩვენი შეკუმშული ჰაერის ფილტრები, ფილტრის კორპუსები და ჰაერის საშრობები გათვლილია დაბალი წნევის ვარდნის, ფილტრის ხანგრძლივობის, ელემენტის მარტივი გამოცვლისა და უფრო პროგნოზირებადი სერვისის უზრუნველსაყოფად.
საწარმოო პროცესის ფილტრაცია
სითხეები და ორთქლი წარმოდგენილია სამრეწველო წარმოების ბევრ სექტორში, მაგრამ ასევე კვებისა და სასმელების მრეწველობაში. თითოეულ სითხეს აქვს ფილტრაციის სპეციფიკური მოთხოვნები იმისდა მიხედვით, თუ რა მიზნით გამოიყენება იგი, იქნება ეს დამუშავების წყალი, ქიმიკატები თუ სასმელები.
ჩვენი სითხეების ფილტრაციის სისტემები დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თქვენი პროდუქტების მთლიანობა და უსაფრთხოება კვებისა და სასმელების მრეწველობაში.
უჟანგავი ფოლადის ფილტრის კორპუსები და ელემენტები უზრუნველყოფენ საკვების და სასმელის მწარმოებელი ქარხნებისთვის საჭირო ორთქლის ფილტრაციას და გაწმენდას, რაც უზრუნველყოფს საწარმოო დანადგარიების დაცვას.
ავია საწვავის ფილტრაცია
საწვავის ფილტრაცია უზრუნველყოფს უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს საავიაციო სექტორში. საავიაციო საწვავის გასაფილტრად გამოიყენება EI სპეციფიკაციების შესაბამისობის ჰორიზონტალური და ვერტიკალური ფილტრის კორპუსები 2 საფეხურიანი ფილტრაციის სისტემით მინარევების და წყლის აბსოლუტური მოშორებისთვის. გარდა კოალესერი და სეპარატორი ფილტრის ელემენტებისა, ფილტრის კორპუსები აღჭურვილია სხვადასხვა საჭირო აქსესუარებით: წნევის დიფერენციალური მანომეტრი, ჰაერის ელიმინატორი, წნევის სარქველი..; საავიაციო საწვევის ფილტრაციის სისტემები წარმოდგენილია საწვავის ბაზებზე და ასევე ავია საწვავ-გამმართველი მანქანებზე; როგორც სამოქალაქო ასევე სამხედრო დანიშნულებით.